თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან სროლა იყო. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაგებში ატეხილი სროლის გამო 2 ადამიანია დაჭრილი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.