სამხატვრო აკადემიის შენობიდან 14 წლის მოზარდი გადმოვარდა და დაიღუპა

პუბლიკა

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაღალი სართულიდან 14 წლის მოზარდი გადმოვარდა და დაიღუპა.

არსებული ცნობით, მოზარდი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სტანდარტულად, 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა გამოძიების მიმდინარეობისას, სავარაუდოდ, მუხლი გადაკვალიფიცირდება.

თვითმხილველების ცნობით, მომხდარი უბედური შემთხვევაა.