სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსი არ უდასტურდებათ - სამინისტრო

პუბლიკა

დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცის სამინისტრო ავრცელებს.

მათი განმარტებით, დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. ასევე, გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი.

„ვინაიდან სამინისტროს  გადაწყვეტილებით კორონავირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ყველა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობის კურსს სამხედრო ჰოსპიტალში გადის, გუშინ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.  გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურეებს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უტარდებათ”, – წერია განცხადებაში.