სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩასული მგზავრებიდან 13 პირს „ომიკრონის” შტამი დაუდასტურდა

პუბლიკა

კორონავირუსის ახალი შტამი –  „ომიკრონის” ნიდერლანდებშიც გამოვლინდა.

სამხრეთ აფრიკიდან ამსტერდამში ჩასული მგზავრებიდან 13 პირს კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა.

ახალი შტამის ერთეული შემთხვევები უკვე დადასtურდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ შტამს „შემაშფოთებლის“ სტატუსი უკვე მიანიჭა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყელიძე მაბობს, რომ ჯერჯერობით რაც ახალ შტამთან დაკავშირებითაა ცნობილი არის ის, რომ სხვა შტამებთან შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება და რეინფიცირების უფრო მაღალი რისკია მასთან დაკავშირებული.

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება.

მათი ცნობით, ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

აღნიშნული ქვეყნებია:

  • სამხრეთ აფრიკა
  • ბოცვანა
  • ზიმბაბვე
  • ნამიბია
  • ლესოტო
  • ესვატინი (სვაზილენდი)
  • მოზამბიკი
  • მალავი