სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო იქნება.
წარდგინებას ოფიციალურად დაადასტურებს ევროკავშირის საბჭო.
„პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა დაამტკიცა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ჩეხი მაგდალენა გრონოს დანიშვნა. ნომინაცია ოფიციალურად დამტკიცებული იქნება ევროკავშირის საბჭოს მიერ”, – ნათქვამია განცხადებაში.
Political and Security Committee #PSC just confirmed the appointment of Magdalena Grono ?? as ?? Special Representative for the South Caucasus and Georgia ??. The nomination will be formally confirmed by the Council of the EU.
Big congratulations & best of luck in the new role!?— Czechia in the EU (@CZECHIAinEU) July 17, 2024
მაგდალენა გრონო ესტონელ ტოივო კლაარს ჩაანაცვლებს.