სამხრეთ კორეაში სულ ცოტა 116 ადამიანს ახალი კორონავირუსული ინფექცია თავიდან გამოუვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ ეტაპზე ადგენენ Covid 19-ის ხელახლა გამოვლენის მიზეზებს. სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, შესაძლოა, პაციენტები განკურნებულნი არ იყვნენ და ვირუსის ხელახალი გააქტიურების მიზეზი ეს იყოს, შიშობენ, რომ შესაძლოა ლაბორატორიულმა კვლევამ პაციენტების განკურნებაზე არასწორი შედეგი აჩვენა.
ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ინფიცირების 10,537 შემთხვევაა დადასტურებული; გარდაცვლილია 217 ადამიანი.