სამნიძე: ჩემი ხმა ლევან იოსელიანის კანდიდატურას!

პუბლიკა

პარტია „რესპუბლიკელების“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მისი მხარდაჭერა ექნება.

„ვისურვებდი, რომ ემოციები დაცხრეს, რაციონალურად შევაფასოთ პოლიტიკური კონტექსტი, დავაკვირდეთ აქამდე გამოვლილ პოლიტიკურ პროცესს და ასევე ლევანის განცხადებებს, რაც ის პარლამენტშია, შევაფასოთ 12 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობა, და ამის შემდეგ შევაფასოთ ეს კონკრეტული საკითხი.

ჩემი ხმა ლევან იოსელიანის კანდიდატურას! და სანამ კომენტარს დამიწერთ (დრო არ მექნება საპასუხოდ, ბოდიში წინასწარ), ერთი განცხადება მაინც მოიყვანეთ, სადაც არ ჩანს, რომ ის პრინციპული იქნება ადამიანის უფლებების დაცვაში. ემოციების ყოველთვის მესმის, უბრალოდ ეგ პოლიტიკას არ უხდება და კონსენსუსს ხშირად ვნებს“, – დაწერა სამნიძემ სოციალურ ქსელში.

მის კანდიდატურას მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი თამარ კორძაიაც:

„ძალიან კარგი გადაწყვეტილება! ლევანი არის კვალიფიციური, გაწონასწორებული, პრინციპული და მიზანდასახული ადამიანი. წარმატებები!“, – დაწერა მან.

პარტია „მოქალაქეები” სახალხო დამცველობის კანდიდატად ამავე პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს წარადგენს.