სამოქალაქო ერთობის ძიებაში - დისკუსიების ციკლი თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ 

პუბლიკა

მწერალთა სახლი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტსსამოქალაქო ერთობის ძიებაშიდისკუსიების ციკლი თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ“

პროექტის მიზანია უკანასკნელი  30 წლის გააზრება კულტურისა  და სამოქალაქო უფლებების ჭრილში,  საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების და რადიკალიზმის შემცირება, ისეთი საკითხების წამოწევა, რომელებზეც ნაკლებად საუბრობს ქართული საზოგადოება, ან პირიქით, დროდადრო მწვავდება საუბარი. აგრეთვე,  თანამედროვე  ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ტექსტების განხილვა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით.  

ციკლის პირველი დისკუსია „მართლმადიდებელი ეკლესია დამოუკიდებელი საქართველოს წლებში“ გაიმართება 29 ოქტომბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში (მაჩაბლის 13)

მომხსენებლები: სერგო ვარდოსანიძე / ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი; 

ქეთევან რჩეულიშვილი /სოციოლოგი, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი;

მოდერატორი: დავით ჯიშკარიანი / ისტორიკოსი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

დისკუსიაზე განვიხილავთ, თუ როგორ დახვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს დამოუკიდებლობას, რა პოლიტიკა ჰქონდა საქართველოს პირველ რესპუბლიკას ეკლესიის მიმართ და რა პროცესები განვითარდა ეკლესიაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ – ამ საკითხების შესახებ ჩვენმა საზოგადოებამ ცოტა რამ თუ იცის. 

დისკუსიის მონაწილეებთან ერთად შევეცდებით თვალი გადავავლოთ ჩვენი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა გამოცდილების გაზიარება შეიძლება საქართველოს ეკლესიის ისტორიის ამ სამწლიანი პერიოდიდან. 

დისკუსიაზე დაიშვებიან მხოლოდ ორჯერადად აცრილი ან ტესტირებული (PSR) მოქალაქეები.