სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შსს-ს 2 თანამშრომელი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ ქვემო ქართლის პროკურატურასთან ერთად, ალგეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

„მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს,“ – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.