სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

პუბლიკა

თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, მე-7 ან მე-8 სართულიდან გადმოვარდა.

ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების შესასწავლად შრომის ინსპექცია შევიდა. უწყების ცნობით, მიღებულია სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება.

იყო თუ არა სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული, ამას სწორედ შრომის ინსპექცია დაადგენს.

„პუბლიკა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.