სამშვიდობო აქცია ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე

პუბლიკა

EMC-ს ორგანიზებით, მთავრობის კანცელარიის წინ სამშვიდობო ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა სამშვიდობო მანიფესტი წაიკითხეს,  რომელსაც ხელს 20-მდე საზოგადოებრივი ორგანიზაცია და 400-მდე მოქალაქე აწერს. მანიფესტი სამშვიდობო ხასიათისაა და მთავარი მოწოდება შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტაა.

 

აქციის მონაწილეები და მანიფესტზე ხელმომწერები მოუწოდებენ:

საქართველოს მთავრობას: 

  • საქართველოს მთავრობას, ზედმიწევნით დაიცვას ნეიტრალიტეტი შექმნილ დაპირისპირებაში და შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღოს ჰუმანიტარული და სხვა ზომები დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობის მხარდასაჭერად ორივე ქვეყანაში.
  • ზედმიწევნით დაიცვას ნეიტრალიტეტი შექმნილ დაპირისპირებაში და შესაძლებლობების ფარგლებში მიიღოს ჰუმანიტარული და სხვა ზომები დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობის მხარდასაჭერად ორივე ქვეყანაში;
  • უკეთ გაიაზროს რეგიონში მშვიდობის მხარდაჭერის პროცესში საკუთარი როლი და აქტიური ნაბიჯები გადადგას მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის დაწყების ხელშეწყობისთვის;
  • გაატაროს სათანადო პოლიტიკური და კულტურული ღონისძიებები სამხედრო და პოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებული განწყობების და სენტიმენტების საქართველოში გადმოტანისგან შეკავების მიზნით.

აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს: 

  • დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები სამხედრო დაპირისპირების შესაჩერებლად და იმუშაონ კონფლიქტის და დაძაბულობის მშვიდობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით გადასაჭრელად;

რუსეთისა და თურქეთის მთავრობებს: 

  • არ მიიღონ მონაწილეობა შექმნილ სამხედრო დაპირისპირებაში და საკუთარი ინტერვენციით კიდევ უფრო მეტად არ გააღრმავონ შექმნილი სამხედრო და პოლიტიკური კონფლიქტი და რეგიონში არსებული დაძაბულობა;

საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, გაეროს, ეუთოს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირს: 

  • მიიღონ უფრო ეფექტიანი და პირდაპირი ზომები ცეცხლის შეწყვეტის მიზნით და შეიმუშაონ უფრო ქმედითი სტრატეგიები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი და პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის.

საქართველოში მოქმედ მედია საშუალებებს: 

  • შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებული მოვლენები გააშუქონ მაქსიმალურად ნეიტრალურად და გაითვალისწინონ ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების ფაქტორი საქართველოში.