სამთავრობო „იმედის" დაკვეთილი კვლევა: „ოცნება" - 60.4%; ენმ და სტრატეგია - 12.6%

პუბლიკა

GORBI-მ სამთავრობო არხის, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

შეკითხვაზე, „ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას”, შედეგები ასეთია:

  • „ქართული ოცნება” – 60.4%;
  • „ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი” – 12.6%;
  • „ლელო” – 4.7%;
  • „ევროპული საქართველო” – 4.5%;
  • „საქართველოსთვის” – 3.7%;
  • „გირჩი მეტი თავისუფლება-დროა” – 3%;
  • „ახალი” – 1.6%;
  • ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი – 1,4%;
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 0.9%;
  • „მოქალაქეები” – 0.6%;
  • „ლეიბორისტული პარტია” – 0.6%;
  • სხვა და არა-ალოცირებული – 6%.

„პარტია „ახალი” ოფიციალურად დაფუძნდა მას შემდეგ, რაც საველე სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, შესაბამისად ეს პარტია კითხვის პასუხებში არ იყო მითითებული. შედეგები, რომელიც წარმოდგენილია ამ პარტიის შესახებ, ეფუძნება რესპონდენტების მიერ სპონტანურად გაცემულ პასუხებს”, – აცხადებენ ტელეკომპანიაში.

„იმედის” თანახმად, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ კვლევა ჩაატარა 11-18 მარტს, ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 1711 რესპონდენტი, ცდომილების ზღვარი: +/- 3%.