სამტრედიაში, კორპუსის სახურავის შეკეთებისას მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

პუბლიკა

სამტრედიაში, კორპუსის სახურავის შეკეთებისას მუშა, 45 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.