საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღეს „ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართა.
მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციები მოეწყო – საგარეჯოში, სამტრედიაში, ქობულეთსა და მარტვილში.
„ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ პროტესტი ქვეყნის ყველა ქალაქსა და რაიონს მოიცავს.
„აქციები გაგრძელდება ყველა რაიონში, საქართველოს ყველა ქალაქში ჩავალთ და ხვალ, მაგალითად, იქნება შეკვეთილშიც და აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამკურნალოდ”, – განაცხადა ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა, დიმიტრი შაშკინმა, რომელიც საგარეჯოში იმყოფებოდა.