ქალს, რომელიც 2 აპრილს სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ დანაშაული 29 წლის ქალმა ჩაიდინა.
მედიის ცნობით, სხდომას ბრალდებული ნატო ხელაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, ქმარი მას არ მოუკლავს და დანაშაული მისმა ძმამ ჩაიდინა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან წავიდა. ბრალდებულის თქმით, მან 112-ში თავად დარეკა და დახმარება ითხოვა.
დაცვის მხარე საქმის გასაჩივრებას აპირებს. საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 30 მაისს დაინიშნა.