სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება იყო. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მომხდარის გამო საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა – უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
„აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.
კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, ისე დედაქალაქის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.