სამწუხაროა, რომ ერთმანეთს უწოდებენ მოღალატეებს, ომის პარტიას, პრორუსულ პარტიას - კელი დეგნანი

პუბლიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მთავარი პოზიცია ისაა, რომ საქართველო არ უნდა გახდეს სანქციების თავიდან არიდების ადგილი.

„ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ სანქციები მუშაობს და არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, დავარწმუნოთ პუტინი, შეწყვიტოს ეს ომი.

მოხარული ვართ, რომ პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც რუსეთი რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება მოხდება”. – თქვა მან.

მისი თქმით “ნამდვილად არავის სურს, რომ საქართველო გახდეს ამ ომის სამიზნე და სამწუხაროა, როდესაც არის თავდასხმები შიდა პოლიტიკაში და ერთმანეთს უწოდებენ მოღალატეებს, ომის პარტიას, პრორუსულ პარტიას – ეს ურთიერთდაპირისპირება სარგებელს მხოლოდ რუსეთს აძლევს”.