სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ინვესტორს მოთმინება ღალატობს - თურნავა ENKA-ზე

პუბლიკა

„სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ინვესტორს მოთმინება ღალატობს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივად ამ პერიოდში მივალთ საერთო ნიშნულამდე”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, პროექტი განხორციელდება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ პროექტების ერთგული ვრჩებით, თუმცა ნებისმიერი პროექტი, რომელიც აწყდება წინააღმდეგობას მოსახლეობის მხრიდან და კითხვებს გარემოს დამცველების მხრიდან, შეიძლება იყოს მეტად სრულყოფილი, სწორედ ამისკენ იყო მიმართული ჩვენი მცდელობები…

სწორედ იმისკენ არის ჩვენი ყველა მცდელობა (მედიაცია, დამატებითი კვლევები) მიმართული, რომ პროექტი მეტად უსაფრთხო და განხორციელებადი გახდეს. სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ინვესტორს მოთმინება ღალატობს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივად ამ პერიოდში მივალთ საერთო ნიშნულამდე. პროექტი განხორციელდება”, – განაცხადა თურნავამ.


სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანია ENKA ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ENKA-ს წარმომადგენლობას საქართველოში, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ „ენკა“ ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტას გეგმავს.