სამწუხაროა შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადასხვა რესურსის გამოყენება - დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვებას. მისი თქმით, ისინი ასევე ეცნობიან სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებს.

„ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადახვა რესურსის გამოყენება. საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განახორციელა და მნიშვნელოვანია, რომ მიღებული კანონი აღსრულდეს. გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას. მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. ძალიან მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს საშუალება ჰქონდეს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას მოუსმინოს. დებატები მნიშვნელოვანი წყაროა, რომ ამომრჩეველმა ინფორმაცია მიიღოს, შესაბამისად ყველა პარტიის წარმომადგენელს ღიაობისკენ მოვუწოდებ, რომ საკუთარი პროგრამები გააცნონ საზოგადოებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.