სამწუხაროდ, დღეს პირველ ადგილზე თბილისია 194 ახალი შემთხვევით - ენდელაძე

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაზე ახალი შემთხვევების განაწილებაზე საუბრობს.

„პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა. აჭარაში იკლებს ახალი შემთხვევების რაოდენობა, “- განაცხადა მან.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 194
  • აჭარა – 172
  • იმერეთი – 117
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 16
  • გურია-7
  • შიდა ქართლი – 7
  • ქვემო ქართლი – 4
  • კახეთი – 3
  • სამცხე-ჯავახეთი – 2
  • მცხეთა-თიანეთი – 1

რაც შეეხება გარდაცვლილ პაციენტებს, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ მას არ აქვ ინფორმაცია დეტალუი მათ შესახებ. მისი თქმით, როგორც იცის 7 გარდაცვლილი პაციენტიდან 2 აჭარაშია, 1 იმერეთში.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი.