სამწუხაროდ, „რესპუბლიკელებმა“ აირჩიეს ელისაშვილის გზა - ხაბეიშვილი

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ განაცხადა, რომ საარცევნო ბლოკმა „ძალა ერთობაშიამ“ აირჩია სხვა გზა, ხოლო ბლოკში შემავალმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ – სხვა.

„საარჩევნო ბლოკმა აირჩია სხვა გზა, პარტია „რესპუბლიკელებმა“, სამწუხაროდ, აირჩიეს ელისაშვილის გზა. მინდა, მარტივად განვუმარტო საზოგადოებას, რადგან არ შეიძლება მათი მოტყუება – მოლაპარაკების გაგრძელება-არ გაგრძელებასთან საპარლამენტო მანდატები არაფერ შუაში არ არის. ის, რომ ჩვენ მანდატებზე უარს ვამბობთ, არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები არ გაგრძელდება. გამოვხატავ გულისტკივილს, გული დამწყდა, რომ ბლოკმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თუმცა მანდატების დათმობაზე ხელს მოლაპარაკების პროცესის დასრულების შემდეგ მოაწერენ.