ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, არსებული ვაქცინების სრულად ათვისება ვერ მოხერხდა და თვის ბოლოს რამდენიმე ათას ვაქცინას ვადა გასდის. მისივე თქმით, ახალი ვაქცინები ქვეყანაში მიმდინარე კვირაში გვექნება.
„ახალი ვაქცინები გვექნება უკვე მიმდინარე კვირაში. რაც შეეხება ძველ ნაშთებს, ეს ძველი ნაშთი ნაჩუქარია. ფინანსურად არაფერი არ გვიზარალია. სამწუხაროდ, სრულად ვერ ავითვისეთ და რამდენიმე ათასი ვაქცინა დაგვრჩა, ზუსტი ციფრი არ შემიძლია ახლა დაგიდასტუროთ, არ ვიცი. თვის ბოლომდე აქვს ვადა და ყოველდღიური აცრა ისევ მიმდინარეობს“, – განმარტა მინისტრმა.
დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ ასევე ცნობილი გახდა, რომ ვაქცინაციის წახალისების პროგრამა, 200-ლარიანი დანამატი პირველი დოზის მიღებისას და 100-ლარიანი დანამატი ბუსტერ დოზით აცრისას, კვლავ გრძელდება და აპირილშიც ძალაში იქნება.