სან-სებასტიანის კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა 4 მთავარი პირიზი მოიპოვა

პუბლიკა

სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო – „ოქროს ნიჟარ“ გადაეცა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს „დასაწყისი“. ამავე ფესტივალზე „დასაწყისმა“ კიდევ სამი ჯილდო მოიპოვა:

დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);

ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);

დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);

რამდენიმე დღის წინ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის ჯილდოს მფლობელი გახდა.