სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება, პირბადე უნდა დარჩეს ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად - გამყრელიძე

პუბლიკა

„მიუხედავად იმისა, რომ იყო პირბადის ტარების მანდატორიზმი, სამწუხაროდ, მისი აღსრულება ვერ ხორციელდებოდა. ყველა ვხედავდით, რომ საკმაოდ ხშირ შემთხვევაში ეს ირღვეოდა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ NCDC-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძემ აღნიშნა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ „აუცილებელია მეტი თვითშეგნება“.

ხაზს ვუსვამ, რომ პირბადე ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად უნდა დარჩეს, სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება. საბჭომ მიიღო გადაწყვეტა, რომ გარე სივრცეებში [მოიხსნა შეზღუდვა]. ხოლო შიდა სივრცეებში პირბადის ტარება ყველგან ისევ რჩება მანდატორულად“, – განაცხადა გამყრელიძემ.


საკოორდინაციო საბჭოს 22 ივნისის გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა. მთავრობის გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.