„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, მან შიმშილობა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნით. შესაბამისად, ახლაც, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, შიმშილობას გააგრძელებს მანამ, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.
„სააკაშვლმა ჩამოაყალიბა მკაფიო პოზიცია, ის წყვეტს შიმშილობას ძალიან ლეგიტიმური და კონკრეტული მოთხოვნების დათქმით. ეს არის სამოქლაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა.
ასევე, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ მიხეილს ჩემ მიმართ გამოთქმული სიტყვების გამო. მე მესმის ნებისმიერი ადამიანის შიმშილობა არის ძალიან მძიმე სანახავი და არსასიამოვნო პროცესი. ამას მე ვუფრთხილდები და მაღელვებს.
ამასთანავე, მე გადაწყვეტილება არ მიმიღია არავის მოთხოვნით, მე მივიღე კონკრეტული მოთხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა არ იყოს საფრთხის ქვეშ. დღეს კიდევ ერთხელ, ძალიან კონკრეტული გარემოებებით, სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით და მიხეილ სააკაშვილის კომპრომისით, „ქართული ოცნების“ ხელშია საბოლოო გასაღები ამ კრიზისის განსამუხტად. დღეს მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება სტრასბურგის პოზციის შესაბამისად.
სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქმება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიპუნქციურ კლინიკაში, მე რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.