სანდრას რატომ არ ასამართლებთ? - სააკაშვილი

პუბლიკა

„სანდრას უამრავი ხარჯი აქვს, ბავშვებზე საჩუქრები… უამრავი სხვა, სანდრას რატომ არ ასამართლებთ? ხარჯის დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად დღეს საბრალდებო სკამზე. იმიტომ, რომ ამ ხარჯების მეოთხედი თუ მეხუთედი სანდრასია“, – განაცხადა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მას ბრალდების მხარე სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

„მაგრამ, სანამ სანდრას მოედავებით, გაიხსენეთ, რომ სანადრამ შემოიტანა ამ ქვეყნაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში. სანდრას მეშვეობით 20-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რამ აქვს გაკეთებული ჯანდაცვისთვის ციხეში, დაწყებული ტუპერკულოზიდან და ა.შ. სანდრა არ იყო კორუფციონერი? ერთად ვიყავით გენერალური ასამბლეის სესიაზე. სანდრას აღმოაჩნდა სასაწრაფო ონკოლოგიური პრობლემა და სასწრაფოდ გაუკეთეს ოპერაცია. დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა, რატომ არ არის საქმეში შეტანილი?“, – განაცხადა სააკაშვილმა.

დილიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.