მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინას კი – წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა.
„პატივია ევროკავშირში გაწევრების გზის უკრაინასთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გავლა. ჩვენ დღეს აქ არ ვიქნებოდით, რომ არა უკრაინის მამაცური წინააღმდეგობა რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ. მოდით, ერთად დავიწყოთ ეს მოგზაურობა კიდევ უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი ევროპის ასაშენებლად.
ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ევროკავშირის გაფართოება საუკეთესო ინვესტიციაა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ეს არის გზა კონტინენტზე ყველასთვის უკეთესი ცხოვრებისათვის”, – დაწერა მაია სანდუმ ტვიტერზე.
ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა.