„ბიძინა, მოგმართავ შენ. კვერცხი არ უნდა აუხირდეს ქვას. ამ შემთხვევაში კვერცხი ხარ შენ, ხოლო ქვა და სალი კლდე, ქართველი ხალხი. გაანძრიე ტვინი, თუ კიდევ დაგრჩა” – თქვა გუბაზ სანიკიძემ „TV პირველში” ჩართვისას.
მისი თქმით, ქართველი ხალხი განრისხებულია.
შეგახსენებთ, რომ 15:00 საათზე პარლამენტის წინ ოპოზიციის ორგანიზებული აქცია გაიმართება, სადაც მოქალაქეები პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელი კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ.