„სანქციებიც მუშაობს და სხვათა შორის, ვაქცინებიც!" - ბიძინა კულუმბეგოვი

პუბლიკა

„სანქციებიც მუშაობს და, სხვათა შორის, ვაქცინებიც!“ – წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქზე.

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არაა ეფექტიანი საშუალება”.

ღარიბაშვილს ეკუთვნის ასევე ანტივაქსერული გამონათქვამებიც – რომ ახალ შტამზე ვაქცინები არ მუშაობს, რომ ბუსტერ დოზას არ გაიკეთებს და ა.შ.