სანქციების ახალი პაკეტით რუსეთს შეუჩერდება ყველა გრანტი Erasmus+ და Horizon Europe-დან

პუბლიკა

ევროკავშირი რუსეთს სანქციების ახალ, მეხუთე პაკეტს უწესებს. ახალი სანქციების ერთ-ერთი მიმართულებაა, რომ რუსულმა ორგანიზაციებმა ვეღარ შეძლონ ევროპული ფულის მიღება.

შესაბამისად, რუსეთს დაუწესდა სანქციები საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებითაც. ევროკავშირის გადაწყვეტილებით რუსეთთან Horizon 2020, Horizon Europe, Erasmus+ და Euroatom-ის ფარგლებში გაფორმებული ყველა შეთანხმება ჩერდება და რუსეთი ვერ შეძლებს ვერც ახალი კონტრაქტების მიღებას.