აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით ახალ ანგარიშს აქვეყნებს. მთლიანობაში, დოკუმენტში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანასური სექტორის მუშაობა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა ეროვნული ბანკის კონტროლის მექანიზმი გამჭვირვალედ და ეფექტიანად შეაფასა. ფინანსური ინსტიტუტები კი მსხვილი საბანკო და საფანინასო ჯგუფების ნაწილი არიან, რომელთაც აქვთ დახვეწილი შიდა კონტროლის სისტემა და ამცირებენ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით მათთან თანამშრომლობენ.
„საქართველოს ეროვნული ბანკი და ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტები სრულ თანხვედრაში მოქმედებენ შეერთებული შტატებისა და სხვების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე ინსპექტირების დროს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.