„სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, თუმცა თვალს დიდი ყურადღებით ვადევნებთ" - სახელმწიფო დეპარტამენტი

პუბლიკა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი საქართველოში განვითარეულ მოვლენებს შეეხო და თქვა, რომ ყველა  პოლიტიკურმა აქტორმა უნდა დაგმოს 5 და 6 ივლისს მომხდარი მოვლენები.

მან ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა და მწუხარება გამოთქვა მისი გარდაცვალების გამო.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მომავალი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. „ჩვენ გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ წინააღმდეგ, ვინც  ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაზეა პასუხისმგებელი  მსოფლიოში. სანქციები ნამდვილადაა ერთ-ერთი მექანიზმი,  როგორც იცით, წინასწარ, შემოღებამდე არ ვსაუბრობთ სანქციებზე,  მაგრამ ვითარებას თვალს ვადევნებთ დიდი ყურადღებით“. – თქვა მან.

მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გამოიძიონ ძალადობა და პასუხი აგოს ყველამ, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა.