„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, სანქცირებული ვახტანგ გომელაური, ზვიად ხარაზიშვილი და შსს-ს სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსებით ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი დაჯილდოვდნენ „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.
2024 წლის 20 დეკემბერს „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის და შალვა პაპუაშვილი ღირსების ორდენზე წარადგენდნენ ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, იოსებ ჭელიძეს, თეიმურაზ კუპატაძეს, ვაჟა სირაძეს, სულხან თამაზაშვილს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს.
აშშ-მა „ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, „ხარებას“ მოადგილე მირზა კეზევაძე დაასანქცირა. ასევე ისინი შეყვანილნი არიან მაგნიტსკის სიაში.
გარდა აშშ-ისა, ვახტანგ გომელაურსა და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანამ. ჩამონათვალში არიან ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მილერი ლაგაზაური.