სანზონაში მომხდარზე გამოძიება „სისხლით, ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის“ მუხლით დაიწყო

პუბლიკა

სანზონაში, ექიმ-თერაპევტის სახლიდან დიდი ოდენობით გაფუჭებული ხორცის ამოღების საქმეზე, შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული, მუხლი სისხლით, ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს.

სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა, ჩადენილი ანგარებით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

18 ივნისს, სანზონაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან, მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით გაფუჭებული ხორცი ამოიღეს.