საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული სამი მოქალაქე გათავისუფლებულია - სუსი

პუბლიკა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული სამი მოქალაქე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „პუბლიკას“ დაუდასტურეს.

საქართველოს ოთხი მოქალაქე 7 დეკემბერს დააკავეს, მათგან არასრულწლოვანი მოქალაქე გათავისუფლებული იყო.