სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებული სოფელი ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ორი პირი თავისუფალია.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 28 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. უკანონოდ დაკავებულთა უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა. აქტიურდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად“, – აცხადებს სუსი.