საოკუპაციო ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანეს 2389 ბავშვი - უკრაინის საგარეო

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 19 მარტს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2 389 ბავშვი იძულებით რუსეთში გადაიყვანეს.

„მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, იძულებითი გადაადგილება აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიცავს გატაცების ნიშნებს. ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება საერთაშორისო საზოგადოებას ბავშვების უკანონო გაყვანაზე რეაგირებისა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებს.

„ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, შეწყდეს. ბავშვების გატაცების ფაქტებს, ისევე როგორც უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსი ოკუპანტების დანაშაულის სხვა ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. ამ დანაშაულის ჩამდენი პირები დაისჯებიან.“