საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ქერეში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი სოფელ ქერეში არსებულ სოციალურ პირობებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელს, რომელიც მთის ზონაში მდებარეობს, ხელისუფლება მთის სტატუსს არ ანიჭებს.
აქციის მონაწილეები სოფელში ბავშვებისთვის არსებულ სასწავლო პირობებსაც აპროტესტებს. მათი თქმით, სკოლაში გათბობა არ არის, რის გამოც ისინი ბავშვებს სასწავლებელში არ უშვებენ. ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ახალი სკოლის აშენებას დაჰპირდნენ, თუმცა პირობა ამ დრომდე არ სრულდება.
„შეგვპირდნენ, რომ აგიშენებთ სკოლასო. აშენება კი არა, არც მოსულან და არც არაფერი გაუკეთებიათ. თუ არ აგვიშენებენ სკოლას, საბავშვო ბაღს, ქერეში ერთი ბავშვიც აღარ იქნება“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე „მთავარ არხთან” საუბრისას.