კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 90 წლის გორა ღარიბაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, – ამის შესახებ „პუბლიკას” ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლმა სტეფანე მესროფაშვილმა განუცხადა.
როგორც „პუბლიკას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გააქტიურებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი.
სტეფანე მესროფაშვილის თქმით, ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოხუცი ერთ-ერთ ოკუპირებულ სოფელში სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა, სადაც მისი დედ-მამის საფლავია. მესროფაშვილის ცნობით, გორა ღარიბაშვილი შარშანაც დააკავეს.