საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 4 მოქალაქე დააკავა

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით 7 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტში საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის ცნობით მათ გაააქტიურეს „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაწოდეს.

„უკანონოდ დაკავებულთა შორის მყოფი არასრულწლოვანი, უკვე გათავისუფლებულია და იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – ამბობენ უსაფრთხოების სამსახურში.