შინაგან საქემთა სამინისტროს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებთან გუშინ ღამით მომხდარი ინციდენტების დროს დააკავეს 12 პირი, მათგან 3 საბურთალოზე, 9 – ისანში.
როგორც „პუბლიკას“ უწყებაში განუცხადეს, ამ დროისთვის 5 მათგანი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, 7-ის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა.
7 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.