საპარლამენტო მანდატზე „ლეიბორისტული პარტიაც“ უარს ამბობს

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, საპარლამენტო სიის პირველი ნომრის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტია“ საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს და ფიქრობენ, რომ ამ საკითხის გარშემო საერთო ოპოზიციური კონსენსუსი იქნება.

ის ფიქრობს, რომ პარლამენტში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა შევიდეს.

საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს „ევოროპული საქართველოც“. სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში შესვლა „ქართულ ოცნებაში“ შესვლას ნიშნავს. „ევროპული საქართველოს” ორი წევრი – ელენე ხოშტარია და შალვა შავგულიძე მეორე ტურში მონაწილეობას არ გეგმავენ. ელენე ხოშტარია ვაკეში, შავგულიძე კი მთაწმინდის ოლქში გავიდა მეორე ადგილზე.

საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელიც.”

„გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით კი, „გირჩი“ საერთო ოპოზიციური ერთობის ერთგული დარჩება და პარლამენტში არ შევლენ, თუ ამაზე უარს სხვა ოპოზიციური პარტიებიც იტყვიან.