საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის ქონების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. როგორც ბრიფინგზე თამარ კორძაიამ განაცხადა, შესაბამისი ხელმოწერები უკვე შეგროვებული აქვთ.
„ირაკლი ღარიბაშვილი არის დღევანდელი ხელისუფლების კორუმპირებულების სიმბოლო, სახე უკანონობის, თვითნებობის და ხალხის თანხების მითვისების. საქართველოს პარლამენტში, ნაცვლად იმისა, რომ ვსაუბრობდეთ იმაზე, რაც აწუხებს ხალხს:
კორუფციაზე, თუ საიდან მოიპოვა ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახმა ამხელა ქონება, როგორ გამდიდრდა ეს ადამიანები ხალხის ხარჯზე, როგორ აფრენენ მათ შვილებს უცხოეთში, რა ხარჯებით ცხოვრობს მათი შვილი ფილადელფიაში და ა.შ.
ეს მონაცემები საქართველოს მოქალაქეებისთვის არის დამალული, საიდუმლო […] მოვითხოვთ შეიქმნას საგამოძიებო კომისია ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კორძაიამ.