საპარლამენტო სიის ჩახსნას „პატრიოტთა ალიანსიც" აპირებს

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსი” საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და საპარლამენტო სიის ჩახსნას აპირებს, – ამის შესახებ „პუბლიკას” პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა.

როგორც ის ამბობს, ხვალ, 11 დეკემბერს ოპოზიციის მიერ მოსწავლე-ახალგაზრდობის ბაღში დაგეგმილ ღონისძიებას არ შეუერთდებიან და ყველა საჭირო იურიდიულ პროცედურას დამოუკიდებლად წარმართავენ.

11 დეკემბერს, 12.00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, ოპოზიციური პარტიების ნაწილი საქართველოს პარლამენტში პარტიული სიების და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავაშირებით მემორანდუმს ხელს მოაწერენ.

ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ რჩება ბოიკოტის რეჟიმში და არ მიიღებს მონაწილეობას პირველ სხდომაში, თუმცა მოსწავლე-ახალგაზრდობის ბაღში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას ყველა მათგანი არ აპირებს.