ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობა წარადგინა.
ხატია დეკანოიძის გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისის ვიცე – მერობის კანდიდატები იქნებიან: „ლელო“ – ანა ნაცვლიშვილი; „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – იმედა კლდიაშვილი; სპორტსმენი – რევაზ ჩომახიძე; თემურ ცამციშვილი.
პრეზენტაციისას მან განაცხადა, რომ ქუთაისს საპარლამენტო სტატუსი უნდა დაუბრუნდეს.
„როგორი უნდა იყოს ქუთაისი? პირველი და უპირველესი, რაც არის ჩვენი გუნდის ამოცანა, ეს იქნება ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის დაბრუნება. მას უნდა დაუბრუნდეს ადმინისტრაციული სტატუსი, სტატუსი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დიახ, ქუთაისს ეს სტატუსი წაართვა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ჩვენ წარსულზე არ ვილაპარაკებთ, ჩვენ ვიქნებით მომავალზე ორიენტირებული. არავინ მოგვატყუოს, როდესაც გვეუბნებიან, რომ ამას მერი ვერ შეძლებს, ამას ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.