საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები „სინოფარმით“ აიცრნენ

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის მეორე ნაწილი და საპარლამენტო ოპოზიციის ზოგიერთი წევრი საჯაროდ, „სინოფარმით“ აიცრა.

მათ ვაქცინაცია ყოფილ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდათ.

დღეს „სინოფარმით“ აიცრნენ: ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია, სალომე სამადაშვილი ,ხათუნა სამნიძე, თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, დავით ზილფიმიანი, პაატა მანჯგალაძე, ავთანდილ ენუქიძე, შალვა პაპუაშვილი, ნინო ლაცაბიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ამილახვარი.

მათ მოსახლეობას აცრის ჩატარებისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ეს არის ერთადერთი გზა პანდემიის დასრულებისა.

ფოტო: fb/ხათუნა სამნიძე
ფოტო: fb/სალომე სამადაშვილი