საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასში“ კუთვნილი აქციების გასასხვისებლად აუქციონს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის ფეისბუქზე განთავსდა.
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის – 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს.
საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი.
საჯარო აუქციონი 2020 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა და 9 სექტემბერს ჩატარდება სს „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში.
გასათვალისწინებელია, რომ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეიძენს აქციებს, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ვერ მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.