საპატრიარქო მღვდელმსახურებიდან ანდრია სარიას განკვეთას გეგმავს

პუბლიკა

საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ დღეს საპატრიარქოში შეკრებილმა კომისიამ მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას შესახებ იმსჯელა.

როგორც ანდრია ჯაღამაიძე ამბობს, კომისიის შეფასებით, მღვდელ-მონაზვნის განცხადებები ექვემდებარება მის განკვეთას, თუმცა, მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე პატრიარქი მიიღებს.

„მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია იყო მოწვეული და მას განემარტა, რომ მისი შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება განკვეთას. იცით, რომ მას ადრე მიეცა შენიშვნა და შეუჩერდა მღვდელმსახურება. ზუსტად იმავე ქცევების გამო შედგა დღეს კომისია.

კომისია გამოიტანს შესაბამის დასკვნას და რეაგირებისა და გადაწყვეტილებისთვის ეს დასკვნა გადაეცემა პატრიარქს. მღვდელმსახურებიდან განკვეთა – ესაა ის დასკვნა, რომელსაც დადებს კომისია. დაველოდებით, პატრიარქი როდის მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მან.