საპატრიარქოს კრიტიკის გამო თეოლოგ გოჩა ბარნოვს ფიზიკურად გაუსწორდნენ

პუბლიკა

თეოლოგი გოჩა ბარნოვი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ უცნობი ადამიანი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

„სამშაბათს, საღამოს დაახლოებით 8 საათისთვის მქონდა ინტერვიუ  „TV პირველთან“, სახლთან ახლოს. ინტერვიუს დასრულების შემდეგ ჩემთან მოვიდა უცნობი ადამიანი, რომელმაც დამიწყო ლაპარაკი, თუ არ ვცდები ნასვამ მდგომარეობაში იყო, თუ რატომ ვაძლევ ინტერვიუს, რა უფლებით ვაძლევ ინტერვიუს და რატომ ვაკრიტიკებ საპატრიარქოს, მე ვკითხე ვინ იყო და ამ კითხვის შემდეგ დამარტყა“, – ამბობს გოჩა ბარნოვი.

ტელეკომპანია „ფორმულას“ მან უთხრა, რომ უკვე მიმართა პოლიციას განცხადებით და გამოძიების დაწყება მოითხოვა.

„პუბლიკა“ შსს-სგან ელოდება პასუხს კითხვაზე – დაიწყო თუ არა გამოძიება.