საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ და შევჯერდებით, როგორ ჩატარდება აღდგომა – გომელაური

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოებს დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მინისტრმა განაცხადა, რომ მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კოორდინაციაში იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად მთავრობა.

„საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით, ახლა აღდგომა მოდის. ჯერ 2 კვირაა იქამდე. ამაზე შევჯერდებით, თუ როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით, 2 კვირაში რა იქნება, არავინ არ იცის, ჩვენ კი არა, მსოფლიოში რა იქნება, ეგ არ ვიცით, წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად”, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.